ჩვენს შესახებ

თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი აშენებულია და ექსპლუატაციასი შევიდა 1973 წელს. პროექტი გაკეთებულია საქართველოს ცნობილი არქიტექტორების მიერ შოთა ყავლაშვილის ხელმძღვანელობით. ავტოვაგზალი თავისი პროექტით და მდებარეობა–განლაგებით ისეა აშენებული, რომ ქალაქ თბილისის მოსახლეობას თითქმის არ უქმნის რაიმე ეკოლოგიურ საშიშროებას.

ანუ მავნე აირები, ხმაური და ვიბრაცია რაც მახასიათებელია ასეთი სახის ობიექტისათვის თითქმის არ აწუხებს ქალაქის მოსახლეობას. ავტოვაგზალს ამშვენებს ცნობილი მხატვრის და მოქანდაკის ზურაბ წერეთელის მოზაიკური პანო ,,ტრანსპორტის განვითარების ისტორია“. ავტოვაგზალს გააჩნია 20 ძირითადი და ამდენივე დამატებითი ბაქანი. ამ რაოდენობის ბაქნებით და თავისი ინფრასტრუქტურით ავტოვაგზალს შეუძლია დღე–ღამეში მოემსახუროს 18000 მგზავრს.

ავტოვაგზალს გააჩნია სამი სხვადასხავ დონის სასტუმრო, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი , დედათა და ბავშვთა ოთახი, აფთიაქი, სამედიცინო პუნქტი,24 საათიანი სუპერმარკეტი,სალაროები ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და სხვა ფართები რომლებშიც განთავსებულია პარტნიორი ფირმების ოფისები.